Eni მსოფლიოს უმსხვილეს ოფშორულ ქარის ელექტროსადგურში 20%-იან წილს ყიდულობს

Eni მსოფლიოს უმსხვილეს ოფშორულ ქარის ელექტროსადგურში 20%-იან წილს ყიდულობს

იტალიური ენერგოკომპანია Eni მსოფლიოს უმსხვილეს ოფშორულ ქარის ელექტროსადგურში 20%-იან წილს ყიდულობს. ამის შესახებ CNBC წერს.

დიდი ბრიტანეთის სანაპიროებთან მდებარე ქარის ელექტროსადგურში 10-10%-იან წილებს ენერგოკომპანიები Equinor და SSE ყიდიან. თუმცა, მათ რჩებათ კიდევ 40-40%-იანი წილი კომპანიაში.

Eni-ს მიერ შეძენილი წილის მიხედვით, სადგურის გამომუშავებული ენერგია 2.4 გიგავატი იქნება.

როგორც გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში ნორვეგიულმა ენერგოკომპანია Equinor-მა ღნიშნა, ის თავის წილს დაახლოებით $269.39 მილიონად გაყიდის. იგივე ფასად ყიდის თავის წილს შოტლანდიური ენერგოკომპანია SSE-ც.

გარიგების დასრულებას მომავალი წლისთვის ელოდებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *