თეთრი სხლის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინას არ ჰქონდეს ხანგრძლივი მოქმედების უნარი.
ფაუჩის განცხადებით, თუ Covid-19 სხვა კორონავირუსების მსგავსია, მაშინ სავარაუდოდ ის ვერ უზრუნველყოფს იმუნიტეტის შენარჩუნებას დიდი ხნით. მისივე თქმით, საუბარია 3-დან 6 თვემდე იმუნიტეტის შენარჩუნებაზე.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-სთან ერთად დაჩქარებულად მუშაობს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე.
ფაუჩის თქმით, მისი გამოცდის მესამე ეტაპი ივლისში დაიწყება და მოსალოდნელია რომ მასში 30 000 ადამიანი ჩაერთოს. მისივე თქმით სულ მცირე ოთხი შემოწმების ეტაპი უნდა გაიარონ პოტენციურმა ვაქცინებმა.
ენტონი ფაუჩიმ ასევე იმედი გამოთქვა რომ 2021 წლის დასაწყისისთვის უკვე იქნება ასობით მილიონი დოზა ვაქცინა ხელმისაწვდომი.
კითხვაზე, შეძლებენ თუ არა მეცნიერები ეფექტური ვაქცინის შექმნას, ფაუჩიმ განაცხადა, რომ ამაზე პასუხი რომ მივიღოთ თვეები იქნება საჭირო, რათა მედიკოსებმა შეამოწმონ, რამდენად იმუშავებს იგი.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს ბოლომდე ახალი ვირუსის ყველა ასპექტი, მათ შორის როგორ პასუხობს იმუნური სისტემა ვირუსს, ამაზე პასუხის აღმოჩენა კი ვაქცინის შექმნის პროცესისთვის დიდი მიღწევა იქნება.