ერდოღანი თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან სამხედრო ოპერაციას აანონსებს

ერდოღანი თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან სამხედრო ოპერაციას აანონსებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მალე ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან ახალ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. ჩრდილოეთ სირიაში დაგეგმილი ოპერაციის მიზანი რეგიონიდან მომდინარე ტერორისტულ საფრთხეებთან გასამკლავებლად 30-კილომეტრიანი ბუფერული, უსაფრთხო ზონის შექმნა იქნება.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთის მთავარი სამიზნე სწორედ ის არეალი იქნება, რომელიც სახელმწიფოზე თავდასხმების ცენტრს წარმოადგენს. ქვეყნის პრეზიდენტის განმარტებით, სამხედრო ოპერაცია იმ მომენტიდან დაიწყება, როდესაც სამხედრო, სადაზვერვო და უსაფრთხოების ძალები მომზადებას დაასრულებენ.

სამხედრო ოპერაციის მთავარი სამოქმედო საზღვრები, ძირითადად, ჩრდილოეთ სირიის რეგიონს მოიცას. მოგეხსენებათ, ამ რეგიონში თურქეთმა 2016 წლიდან დღემდე უკვე რამდენიმე სამხედრო ოპერაცია განახორციელა. ბოლო ასეთი ოპერაცია კი რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა. სამხედრო ოპერაციის მიზანი ქურთისტანის მუშათა პარტიისა და სხვა ქურთული სამხედრო-თავდაცვითი შენაერთების დასუსტება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქურთულმა სახალხო თავდაცვის შენაერთებმა სირიის დემოკრატიული ძალების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ეს უკანასკნელი კი 2014 წლიდან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ისთვის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *