ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა.

2018 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავა აირჩია.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.

პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან მუშაობდა ვაშინგტონში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში; 2013-2015 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის, აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი; 2010-2013 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.