ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად $60 მლნ გამოიტანა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად $60 მლნ გამოიტანა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 28 მაისს გამართულ სავალუტო აუქციონზე, გასაყიდად $60 მილიონი გამოიტანა. ბანკის ინფორმაციით, ბაზარმა გამოტანილი მოცულობა მთლიანად ვერ აითვისა და $48.7 მილიონი გაიყიდა.

სავალუტო აუქციონის შემდეგ შეწონილმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან 2.7829 შეადგინა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სავალუტო აუქციონზე დამატებით $60 მილიონის გამოტანასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურებას მოჰყვა.

შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ საზოგადოებრივი მოლოდინების გაუარესების შედეგად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მყარ უცხოურ ვალუტებთან მიმართებით საგრძნობლად გაუარესდა. 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა კურსის დასარეგულირებლად სავალუტო აუქციონზე ასევე $60 მილიონი გამოიტანა, რაც ბაზარმა სრულად აითვისა.

ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე დღევანდელი ინტერვენცია გაცვლით კურსზე ხვალ აისახება.