“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” შვილობილმა კომპანიამ – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა 90 მილიონი ლარის ღირებულების 5 წლიანი ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციები გამოუშვა.
ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული თანხა ადგილობრივი კომერციული ბანკების მიმართ სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებასა და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება.
“მოხარული ვარ, რომ ევექსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დაასრულა. ეს არის ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე მსხვილი ემისია ქართულ კორპორაციულ ბაზარზე (საბანკო ინსტიტუტების გარდა). აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას, როგოც ქართული ეკონომიკისა და ჩვენი ვალუტის მიმართ, ასევე – “სამედიცინო კორპორაცია ევექსისადმი”, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.