ევროკავშირის 4 ქვეყანა, სადაც საქართველო მეტ პროდუქტს ყიდის, ვიდრე ყიდულობს

ევროკავშირის 4 ქვეყანა, სადაც საქართველო მეტ პროდუქტს ყიდის, ვიდრე ყიდულობს

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 446.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 237.1 მლნ. აშშ დოლარს (13.3 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 790.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა. 

2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 446.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 132.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (30.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 314.0 მლნ. აშშ დოლარი (4.2 პროცენტით მეტი).

დადებითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს ევროკავშირის წევრ მხოლოდ 4 ქვეყანასთან აქვს. 12.6 მლნ დოლარი შეადგინა დადებითმა სავაჭრო ბალანსმა ბულგარეთთან. საქართველომ საანგარიშო პერიოდში ბულგარეთში 34.6 მლნ დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო იმპორტმა კი 21.9 მლნ დოლარი შეადგინა. 

1,1 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა საქართველომ ექსპორტზე ესტონეთში, იმპორტულმა პროდუქციამ კი წლის ორ თვეში 486 300 დოლარი შეადგინა. საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი ესტონეთთან 694 ათას დოლარს შეადგენს. 

ლიტვაში ექსპორტირებულმა პროდუქციამ წლის ორ თვეში 17 მლნ დოლარს გადააჭარბა, იმპორტი კი 7 მლნ დოლარზე მეტი იყო. ლიტვასთან საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი 10 მლნ დოლარს აჭარბებს. 

1.8 მლნ დოლარს აჭარბებს დადებითი სავაჭრო ბალანსი მალტასთან. თუკი იანვარ-თებერვალში მალტაში ექსპორტმა 2 მლნ დოლარს გადააჭარბა, იმპორტი 198 ათას დოლარზე მეტი იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *