ხუთშაბათს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ვაქცინაციიის სწრაფი და წარმატებული კამპანიის დამსახურებით ევროზონის ეკონომიკა იმაზე უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე ეს ექვსი თვის წინ იყო ნავარაუდები. ვაქცინაციის წარმატებულმა კამპანიამ ეკონომიკის დიდ სექტორებს გახსნის საშუალება მისცა, რამაც თავისთავად ეკონომიკის გაჯანსაღება გამოიწვია.
სავარაუდოდ, ევროზონის წევრი 19 ქვეყნის ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) წლის ბოლომდე დაუბრუნდება კრიზისამდე არსებულ დონეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზრდის ტენდენცია სრულად არ იქნება რეალიზებული, განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.
რამდენიმე თვის წინ ლაგარდმა ევროზონის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ფისკალური დახმარება საკმარისი არ იქნება კრიზისის დასაძლევად, აუცილებელია გონივრული ინვესტიციების განხორციელებაც.
„მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური დახმარება ამ ეტაპზე გადამწყვეტია, ის მიზნობრივად უნდა იქნას გამოყენებული და ფოკუსირდეს იმ განაკვეთზე, რაც ევროზონის ეკონომიკურ ზრდას ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ECB–ის ხელმძღვანელმა.