Facebook-ი და Google-ი სამხრეთ აზიამდე წყალქვეშა კაბელების გაყვანას აპირებენ

Facebook-ი და Google-ი სამხრეთ აზიამდე წყალქვეშა კაბელების გაყვანას აპირებენ

Facebook-ი და Google-ი აშშ-ის დასავლეთ სანაპიროდან სინგაპურამდე და ინდონეზიამდე ორი უზარმაზარი მიწისქვეშა კაბელის გაყვანას აპირებენ. როგორც Facebook-ში აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს სამხრეთ აზიის რეგიონში გამტარუნარიანობას, რაც ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ სინგაპურსა და ინდონეზიაში სმარტფონების მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მზარდია.

პროექტის ფარგლებში Facebook-ი ინვესტიციების ჩადებას ორივე კაბელში აპირებს, Google-ი კი მხოლოდ ერთში. პროექტის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ მოწადინებული ვართ, უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ონლაინ და უფრო მეტს ჰქონდეს სწრაფი ინტერნეტი.  ჩვენ ვამაყობთ, რომ თანამშრომლობა დავიწყეთ რეგიონის ლიდერ და გლობალურ პარტნიორებთან – Echo-სა და Bifrost-თან, რომლებიც წყალქვეშა კაბელების გაყვანაში დაგვეხმარებიან. ეს აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ახალ კავშირებს უზრუნველყოფს“, – აღნიშნეს ქსელში ინვესტიციების მიმართულებით Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტმა კევინ სალვადორიმ და ქსელში ინვესტიციების მენეჯერმა ნიკო როერიჩმა.

პროექტში ასევე ჩართულები არიან ინდონეზიური სატელეკომუნიკაციო კომპანიები – Telin-ი და XL Axiata და სინგაპურული Keppel-ი.

კაბელების პროექტის დასრულება 2023-2024 წლებში იგეგმება.

ცნობისთვის, Google-ი კიდევ ერთი წყლისქვეშა კაბელის გაყვანას აპირებს, რომელიც ევროპასა და აფრიკას ერთმანეთთან დააკავშირებს.