აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ მექსიკური წარმოშობის ხუთ სადეზინფექციო საშუალებაში ტოქსიკური ნივთიერების, მეთანოლის შემცველობა დააფიქსირა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მეთანოლი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელსაც კანით შთანქმით ან მიღებით ორგანიზმისთვის სახიფათო შედეგი მოაქვს. მეთანოლმა ორგანიზმში მოხვედრისას გულისრევა, თავის ტკივილი, სიბრმავე, ნერვული სისტემის დაზიანება და შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს.
ორი კვირის წინ FDA-მ კიდევ ცხრა სადეზინფექციო საშუალება აღმოაჩინა მავნე ნივთიერებებით, ყველა მექსიკის ტერიტორიაზე იყო დამზადებული.
FDA ექიმთან კონსულტაციისკენ მოუწოდებს მათ, ვისაც ამ საშუალებებთან ოდესმე შეხება ჰქონია.
აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებებია:
- Grupo Insoma-ს სანიტაიზერი
- Transliquid Technologies-ის სანიტაიზერი
- Soluciones Cosmetica-ს სანიტაიზერი
- Soluciones Cosmeticas Antiseptic Alcohol 70% სანიტაიზერი
- Tropicosmeticos’ Britz სანიტაიზერი.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ ვირუსის ასარიდებლად საუკეთესო გზა ხელების ჰიგიენის დაცვაა. ცენტრი ურჩევს ყველას, რომ შეიძინოს სადეზინფექციო საშუალება, რომლის შემადგენლობაში ან 60% ეთანოლია, ან 70% იზოპროპანოლი.