Forbes-მა 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერების ათეული გამოაქვეყნა. გამოცემის რეიტინგის სათავეში 23 წლის MrBeast-ია, რომლის მიერ 2021 წელს გამომუშავებულმა თანხამ ყველა დროის მაქსიმუმს, $54 მილიონს მიაღწია, MrBeast-ის ვიდეოების ნახვა კი გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა და 10 მილიარდს გაუტოლდა. YouTube-ის ვიდეოები ექსტრემალური კონტენტით გამოირჩევა, რომელიც აერთიანებს 50-საათიან ცოცხლად დამარხვას, გამომწერებისთვის $10,000 დოლარის სანაცვლოდ გველებით სავსე აბაზანაში ჩასვლის შეთავაზებას და Squid Game-ის საკუთარი ვერსიის შექმნას.
MrBeast-ი ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერების რეიტინგის სათავეში პირველად მოხვდა. საერთო ჯამში, 2021 წელს YouTube-ერებმა $300 მილიონი გამოიმუშავეს, გასულ წელთან შედარებით 40%-ით მეტი, რაც ძირითადად YouTube-ის არხებზე მათი ნახვების ზრდით და რეკლამიდან მიღებული შემოსავლითაა განპირობებული. ბოლო ხუთ წელიწადში YouTube-ის მომხმარებელთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 2 მილიარდს მიაღწია.
Forbes-ის რეიტინგი შედგენილია 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავლით, გადასახადების გათვალისწინებით. წარმოგიდგენთ 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერები ტოპ-10-ეულს:
- MrBeast (ჯიმი დონალდსონი) – $54 მილიონი

წინა წელთან შედარებით გაზრდილმა ნახვებმა MrBeast-ის შემოსავალი გააორმაგა. გასულ წელს MrBeast-ის უკვე კარგად ცნობილ კონტენტს კიდევ ერთი პროექტი MrBeast Burger-ი შეემატა – აპლიკაცია, რომელიც მსურველებს აშშ-ის მასშტაბით 1600 რესტორნიდან კერძებს აწვდის. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გამომუშავებული $54 მილიონით, დონალდსონი 100 ყველაზე მაღალანაზღაურებული ვარსკვლავების სიაშიც მოხვდებოდა და ბილი აილიშისა და ჯულია რობერტსის გვერდით მე-40 ადგილს დაიკავებდა.
- ჯეიკ პოლი – $45 მილიონი

ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერების რეიტინგს მიმდინარე წელს ჯეკ პოლი დაუბრუნდა. მან გასულ წელს სამ ცნობილ MMA-ის მებრძოლთან სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე გამარჯვებით დაასრულა. პოლი, 2017 წლამდე, „თვითმკვლელთა ტყიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეომდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი YouTube-ერი იყო. ინციდენტის გამო სპონსორებმა და პლატფორმამ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. თუმცა, პოლი პლატფორმაზე კვლავ დაბრუნდა, მოკრივე ასევე აქტიურად იყენებს საკუთარ საიტს, რომელიც მისი შემოსავლის 90%-ს განაპირობებს.
- Markiplier – $38 მილიონი

Markiplier-ის შემოსავლების დიდი ნაწილი Unus Annus-ის სერიის ფარგლებში გამოშვებული მაისურებიდან, კაპიუშონებიანი სვიტერებიდან და სხვა ნივთების გაყიდვებიდან მიღებულ თანხას უკავშირდება. სამომავლო გეგმები სატელევიზიო ვარსკვლავად გადაქცევას უკავშირდება. YouTube-ერი, მის მიერ 2021 წელს შექმნილი The Edge of Sleep-ის სატელევიზიო ადაპტაციის ისეთი კომპანიებისთვის მიყიდვას გეგმავს, როგორიცაა Netflix-ი და Hulu. ამჟამად Markiplier-ს პლატფორმაზე 31 მილიონი გამომწერი ჰყავს.
- Rhett and Link – $30 მილიონი

დუეტი პლატფორმაზე პირველად ყოველდღიური ტოქშოუ Good Mythical Morning-ით წარდგა, ამჟამად კი მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი Mythical Kitchen-ია, რომელსაც 1,8 მილიონი გამომწერი ჰყავს. დუეტის კიდევ ერთი ინიციატივა Mythical Accelerator-ის ფონდს უკავშირდება, რომლის საშუალებითაც ისინი სხვა YouTube-ერებში $5 მილიონის ინვესტირებას გეგმავენ.
- Unspeakable – $28,5 მილიონი

Unspeakable-ს პლატფორმაზე ოთხი არხი აქვს და 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. YouTube-ერი გამომწერებს სთავაზობს ვიდეოებს, სადაც ერთობა ისეთი თამაშებით, როგორიცაა, მაგალითად, Minecraft-ი. გასულ წელს მან თავისი YouTube-ის არხი Spotter-ს მიჰყიდა და იმედოვნებს, რომ თანხით საკუთარი ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარებას შეძლებს, ვიდრე ამას მხოლოდ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლით მოახერხებდა.
- Nastya – $28 მილიონი

Spotter-ს ძველ ვიდეოებზე უფლებები შვიდი წლის YouTube-ერმაც მიჰყიდა. რუსეთიდან ემიგრაციაში წასული ნასტია პლატფორმაზე საკუთარ არხს, Like Nastya-ს ფლობს და მას 87,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. Spotter-თან დადებული ხელშეკრულებით მიღებული თანხით პატარა YouTube-ერი სხვა მიმართულებით გაფართოებას და მათ შორის NFT-ის კოლექციის გამოშვებას გეგმავს.
- რაიან კაჯი – $27 მილიონი

რაიანმა პლატფორმაზე საქმიანობა 4 წლის ასაკში, სათამაშოების განხილვით დაიწყო. ახლა ათი წლისაა და მისი ბიზნესისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით მშობლების გარდა Disney-ის ყოფილი აღმასრულებელი კრის უილიამსიც კი დაინტერესებულია. ამ დროისთვის რაიანის მთავარ არხს, Ryan’s World-ს 31 მილიონი გამომწერი ჰყავს, ის ასევე მართავს ბრენდირებული საქონლისა და სათამაშოების ხაზს Target-ისა და Walmart-ის მაღაზიებში.
- Dude Perfect – $20 მილიონი

Dude Perfect-ი ხუთი მამაკაცისგან შემდგარი გუნდია, რომელთა YouTube-კონტენტიც სხვადასხვა სახის საშიშ ტრიუკებს აერთიანებს. Dude Perfect-ი ამ ზაფხულს 24 ქალაქში რიგით მესამე ცოცხალ შოუს გამართავს. მათ გასულ წელს ასევე გამოუშვეს წიგნი, 101 Tricks, Tips, and Cool Stuff-ი, რომელიც მათ მიერ განხორციელებული ილეთებისთვის ინსტრუქციებს იძლევა.
9. ლოგან პოლი – $18 მილიონი

მისი ძმა ჯეიკის მსგავსად, ლოგანიც, 2017 წლის „თვითმკვლელთა ტყის“ ინციდენტის შემდგომ დაბრუნდა პლატფორმაზე. ლოგანის კარიერაც კრივს უკავშირდება, მან ასევე გასულ წელს $5 მილიონად შეფასებული NFT გამოუშვა. Impaulsive-ის პოდკასტს კი YouTube-ზე 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
10. პრესტონ არსემენტი

პრესტონი რამდენიმე YouTube-არხს მართავს, თუმცა ყველაზე პოპულარული PrestonPlayz-ია, რომელიც სულ ოთხი წელია, არსებობს და რომელსაც 12 მილიონი გამომწერი ჰყავს. PrestonPlayz-ის საშუალებით პრესტონი გამომწერებს ვიდეოებს აწვდის, სადაც სხვადასხვა ვიდეოთამაშს თამაშობს.