Forbes 400 - ბილ გეითსი კვლავ პირველ ადგილზეა

Forbes 400 - ბილ გეითსი კვლავ პირველ ადგილზეა

Forbes-ი 1982 წლიდან აქვეყნებს უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგს. 400 უმდიდრესი ამერიკელის (Forbes 400) სიას ზედიზედ 21 წელია ბილ გეითსი უდგას სათავეში, ამჟამად მისი ქონების წმინდა ღირებულება, ფორბსის შეფასებით, 81.1 მილიარდი დოლარია. მისი მეგობარი, უორენ ბაფეტი ($67 მილიარდი) მეორე ადგილს ინარჩუნებს 2001 წლიდან მოყოლებული. მესამე კი კვლავ ლარი ელისონია, 50 მილიარდი დოლარით.

Facebook–ის თანადამფუძნებელი და CEO, მარკ ცუკერბერგი  სიაში მე–11–ეა, შარშანდელთან შედარებით მან $19 მილიარდით გაზარდა თავისი ქონება და ამჟამად ის 34 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიის ოთხასივე წარმომადგენლის ქონების ჯამური წმინდა ღირებულება $2.29 ტრილიონია ($270 მილიარდით მეტი 2013 წელთან შედარებით). შედარებისთვის, ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც 200–მილიონიანი ქვეყნის, ბრაზილიის  მთლიანი შიდა პროდუქტი.

წლევანდელ Forbes 400-ში 27 ახალი სახეა, მათ შორის, 30 წლის ელიზაბეთ ჰოლმსი – რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი და მსოფლიოს უმდიდრესი სელფ–მეიდ ქალი მილიარდერი ($4.5 მილიარდი).