Forbes.ge-ზე გამოქვეყნებული ბლოგი მედია კონკურსის გამარჯვებულია

Forbes.ge-ზე გამოქვეყნებული ბლოგი მედია კონკურსის გამარჯვებულია

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, მედია კონკურსის “ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის” 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა.  

მათ შორის, საუკეთესო ბლოგისთვის Forbes Georgia-ს სტატიის ავტორი მარიკა მჭედლიძე დაჯილდოვდა. ბლოგი სახელწოდებით – “CSR და კორპორაციული მოხალისეობა” ფორბსის ვებგვერდზე გასულ წელს გამოქვეყნდა.  

მედია კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). მისი მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრება. კონკურსში წარდგენილი ნამუშევრები შეფასდა დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით.