გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის აგვისტოს ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:
პაციენტზე ზრუნვის ოქროს სტანდარტი
კავკასიის მედიცინის ცენტრმა ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს, Joint Commission International-ის ოქროს ხარისხი მოიპოვა.
ნომერში ასევე წაიკითხავთ:
მოსაზრება და ფაქტები
საავადმყოფოები რიცხვებში
საქართველოში, 2022 წლის მდგომარეობით, ყველაზე მსხვილი ოცი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება თითქმის 2 მილიარდი ლარია.
ავტორი: ეგნატე შამუგია
სტომატოლოგიური კომპანიები რიცხვებში
საქართველოში სტომატოლოგიური სექტორი როგორც მცირე ზომის კლინიკებით, ისე მსხვილი კომპანიებითაა წარმოდგენილი. 2022 წლის მდგომარეობით, სტომატოლოგიური კლინიკებიდან ათი უმსხვილესის აქტივების ჯამური ღირებულება 28.6 მლნ ლარია
ავტორი: ეგნატე შამუგია
ყველაზე ძვირი ჯანდაცვის პროგრამები
2024 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე 1.6 მლრდ ლარს დახარჯავს. ა
ავტორი: ბესო ნამჩავაძე
ჯანდაცვის პოლიტიკა შესაცვლელია
„საქართველოში ყველა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჯანდაცვის სისტემა რეფორმირდა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჯანდაცვის პოლიტიკის ხარჯების უზრუნველყოფის ოთხმა განსხვავებულმა სქემამ იარსება, მაგრამ სამართლიანი და ეფექტიანი არცერთი არ აღმოჩნდა.“
ავტორი: ეგნატე შამუგია
ახალი ალიანსები ოპოზიციურ ფლანგზე და მათი პერსპექტივები
„მიმდინარე გაერთიანებების ფონზე, ოპოზიციური პარტიების ელექტორალური შანსები ჯერაც სათუოა. უფრო მეტიც, წარმატების შემთხვევაშიც კი შეიძლება ყველაფერი კონკრეტული პიროვნების – გახარიას პოლიტიკურმა პრეფერენციებმა გადაწყვიტოს.“
ავტორი: გიორგი ცხადაია
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა რიცხვებში
„ჯანდაცვა ეკონომიკის ის სექტორია, რომელზეც, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობაა დამოკიდებული…საინტერესოა, რა ტენდენციებია საქართველოს ჯანდაცვაში, როგორც სექტორის რაოდენობრივი მაჩვენებლების (სიმძლავრის) კუთხით, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების მხრივ.“
ავტორი: ბესო ნამჩავაძე
ინტერვიუ და პროფილი
პაციენტზე ზრუნვის ოქროს სტანდარტი
კავკასიის მედიცინის ცენტრმა ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს JOINT COMMISSION INTERNATIONAL-ის ოქროს ხარისხი მოიპოვა, რითაც მსოფლიოს წამყვანი ჰოსპიტლების დიდ ოჯახს შეუერთდა.
ავტორი: ანინა ტეფნაძე
ახალი იმედი L
„იმედი L-ი“ ერთ-ერთი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 29 წლის ისტორიას ითვლის. 2024 წელი არაერთი ცვლილებით დაიწყო, მათ შორისაა გაფართოება არაჯანმრთელობის დაზღვევის სახეობებში, ახალი სერვისები, პროდუქტები და გეგმები, რომელთა შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი, ნოდარ გელოვანი მოგვიყვება.
ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
ჯანდაცვის ციფრული გულისცემა
ქართული სამედიცინო აპლიკაცია „მედიკი“ 39 000-მდე რეგისტრირებულ მომხმარებელს უადვილებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჯანდაცვის სერვისების გაციფრულების გლობალური ტრენდის ფონზე, სტარტაპის დამფუძნებელი, ლაშა მურჯიკნელი გეგმავს, აპლიკაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.
ავტორი: ანინა ტეფნაძე
მკურნალობა სახლის პირობებში
უკვე სამი წელია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „სახლი“ ბენეფიციარებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გასამკლავებლად მშვიდ გარემოსა და სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს. ამ პერიოდის განმავლობაში „სახლმა“ შეძლო და საქართველოს წამყვანი ფსიქიატრები და ფსიქოლოგები საერთო ღირებულებების ირგვლივ გააერთიანა. ცენტრის დამფუძნებელი, ფსიქოთერაპევტი ლოლა ლომიძე FORBES GEORGIA-ს „სახლის“ იდეასა და მის სერვისებზე ესაუბრა.
ავტორი: ანინა ტეფნაძე
უცნობი სუპერგმირები: სისხლის უანგარო დონორები
„სისხლის უანგარო დონორები“ სისხლის დონაციის მარკეტიზებულ სფეროში ჩუმ ალტრუისტულ რევოლუციას ახდენენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ციფრულ ეპოქაშიც კი სიცოცხლის ზეიმის ყველაზე ძლიერი იარაღი კვლავ ადამიანის გულშია. უანგარო სუპერგმირთა გეგმებსა და მიღწევებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მელანო დურმიშიძე გვიზიარებს.
ავტორი: ანიტა მუსკარია
ჯანმრთელობის ელექსირი
საქართველოში ინტრავენური თერაპიის პირველი ცენტრი, DROPS WELLNESS-ი დიდი ხნის მეგობრებმა, სოფა გოგიბერიძემ და ნატალი მჭედლიშვილმა 2022 წელს დააფუძნეს. ამჟამად კლინიკა მომხმარებლებს ვიტამინებისა და მინერალების 20-მდე კოქტეილს, ასევე თავის მოვლის და სხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს. დეტალებზე DROPS WELLNESS-ის დამფუძნებლები თავად გვიამბობენ.
ავტორი: იზა გვარამაძე
ცხოვრება პაციენტების გულისთვის
კარდიოქირურგი გიორგი ბახსოლიანი ცდილობს, განვითარების პიკზე მყოფი დარგის მიღწევები საქართველოში (გა)დანერგოს. ამაში მას კლინიკა „ჯერარსის“ მაღალტექნოლოგიური გარემო ეხმარება. წარმატება მისი მოტივაციის საწვავია, რათა ფიზიკურად და გონებრივად ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად დარგში იმუშაოს.
ავტორი: იზა გვარამაძე
მინდა ვიყო უორენი
თომას გეინერმა ბირჟის საბროკერო კარიერა კარგად გამოიყენა ვირჯინიის სპეციალიზებულ მზღვეველ , $16-მილიარდიან MARKEL GROUP-ში, რომელიც აქციებსა და კერძო ბიზნესებში ინვესტირებითაა დაინტერესებული. შეხვდით ომაჰელი ორაკულის რიჩმონდისეულ ვერსიას.
ავტორი: ბობ აივრი
მწვანე გაზის გიგანტი
LINDE-ს სანჯივ ლამბა ორ ძალას ემსახურება: გარემოს დამცველებსა და ინვესტორებს. ამ ორიდან არცერთს არ აქვს ჩივილის საბაბი.
ავტორი: უილიამ ბოლდუინი
მამოძრავებელი ძალა
თავის ნებისმიერ მეტოქესთან შედარებით ორჯერ და მეტჯერ დიდი, ENTERPRISE-ი ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესოდ მართული კერძო კომპანიაა. კრისი ტეილორი, ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელი, რომელიც მანქანის გაქირავების გიგანტს ხელმძღვანელობს, ყველაფრის ასევე შენარჩუნებას გეგმავს.
ავტორები: მეტ დუროტი
როგორ ჩავძიროთ უნიკორნი?
დაუფარავი გადასახადები, გაფუჭებული კონტრაქტები და დამღუპველი შეხვედრა ჯენსენ ჰუანგთან: როგორ ჩაძირა STABILITYის დამფუძნებელმა ემად მოსტაქმა თავისი მილიარდიანი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი.
ავტორები: კენრიკ კაი, იაინ მარტინი
ევა მენდესი სუფთავდება
რაიან გოსლინგთან ერთად ოჯახის შესაქმნელად მან ჰოლივუდის საქმეები შეაჩერა. დღეს 50 წლის მსახიობი ხელახლა ჩნდება ჰორიზონტზე და გვევლინება როგორც საწმენდი მასალების მწარმოებელი და მოგვიყვება ჭურჭლის რეცხვით მიღებულ სიამოვნებასა და ბიზნესზე.
ავტორი: ალექს იორკი
ისტორია
როგორ შეცვალა პანდემიებმა ისტორია
მსოფლიო ისტორიაში ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების, ავადმყოფობების მრავალი ფაქტია შემორჩენილი. პანდემიებმა უზარმაზარი ზეგავლენა მოახდინა დედამიწაზე, შეიწირა მილიონობით ადამიანი, დაასრულა ისტორიული ეპოქები, დაასუსტა მძლავრი სამეფოები თუ იმპერიები და ირიბად ხელი შეუწყო ცივილიზაციის პროგრესსა თუ დაცემას, მეცნიერების განვითარებას, რელიგიურ რეფორმებსა და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცვლილებებს.
ავტორი: ნიკა ხოფერია