Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი დაასახელა – რეიტინგი

Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი დაასახელა – რეიტინგი

Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა. რეიტინგში პირველი ადგილი Modern Family-ს ვარსკვლავმა სოფია ვერგარამ დაიკავა. ვერგარა America’s Got Talent-ის ჟიურის წევრიცაა, მან ბოლო 12 თვეში $43 მილიონი გამოიმუშავა ხელფასებისა და ჰონორარების სახით. გასულ წელს, ვერგარა მეორე ადგილს იკავებდა რეიტინგში.

48 წლის წარმოშობით კოლუმბიელმა მსახიობმა Modern Family-ს ბოლო სეზონის ბოლო ეპიზოდისთვის $500,000 გამოიმუშავა. Forbes-ის ინფორმაციით, ვერგარა თითოეულ სეზონზე მინიმუმ $10 მილიონს გამოიმუშავებდა.

მეორე ადგილი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის ოსკაროსანმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ დაიკავა. მან 12 თვის განმავლობაში $35 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. თუმცა, მსახიობის შემოსავლების დიდი ნაწილი სატელევიზიო და სტრიმინგ-სერვისებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე მოდის.

ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგი შემდეგია:

  1. სოფია ვერგარა – $43 მილიონი
  2. ანჯელინა ჯოლი – $35.5 მილიონი
  3. გალ გადოტი – $31.5 მილიონი
  4. მელისა მაკარტნი – $25 მილიონი
  5. მერილ სტრიპი – $24 მილიონი
  6. ემილი ბლანტი – $22.5 მილიონი
  7. ნიკოლ კიდმანი – $22 მილიონი
  8. ელენ პომპეო – $19 მილიონი
  9. ელიზაბეტ მოსი – $16 მილიონი
  10. ვიოლა დევისი – $15.5 მილიონი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *