Forbes: ცნობილი სახეები მილიარდერების 2024 წლის რეიტინგში

Forbes: ცნობილი სახეები მილიარდერების 2024 წლის რეიტინგში

2023 წლის თებერვალში ტეილორ სვიფტი მილიარდერი გახდა და მანამდე მსგავსი რამ არცერთ მომღერალს არ გაუკეთებია. სამი თვის შემდეგ Forbes-მა სატელევიზიო მაგნატი დიკ ვულფიც მილიარდერად დაასახელა და მისი ქონება 1.9 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეაფასა.

ბოლო წლებში Forbes-ის მილიარდერების სიაში ცნობილი სახეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მათმა უმეტესობამ სიმდიდრე საკუთარი საქმიანობის მიღმა ანტრეპრენიორობისა და კომერციული წამოწყებების წყალობით გამოიმუშავა.

პოპვარსკვლავმა რიანამ ეს Fenty Beauty-სა და Savage X Fenty-ში საკუთარი წილის, LVMH-თან ერთობლივი საწარმოს წყალობით მოახერხა. ჯეი-ზი ჰიპ-ჰოპის პირველ მილიარდერობას ალკოჰოლური სასმელების კომპანიების, D’Usse Cognac and Armand-სა და Brignac Champagne-ს უნდა უმადლოდეს, ის ასევე წილებს ფლობს Uber-სა და Block-ში. ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა საკალათბურთო კარიერით 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, „შარლოტ ჰორნეტსის“ მთავარი წილის გაყიდვით კი 3 მილიარდი დოლარი.

Forbes-ის რეიტინგში 14 ცნობილი სახეა, რომელთა საერთო ქონება 31 მილიარდ დოლარს შეადგენს:

14. ტეილორ სვიფტი | ქონება: 1.1 მილიარდი დოლარი;

13. დიკ ვულფი | ქონება: 1.2 მილიარდი დოლარი;

12. მეჯიკ ჯონსონი | ქონება: 1.2 მილიარდი დოლარი;

11. ლებრონ ჯეიმსი | ქონება: 1.2 მილიარდი დოლარი;

10. ტაიგერ ვუდსი | ქონება: 1.3 მილიარდი დოლარი;

9. რიანა| ქონება: 1.4 მილიარდი დოლარი;

8. ტაილერ პერი | ქონება: 1.4 მილიარდი დოლარი;

7. პიტერ ჯეკსონი | ქონება: 1.5 მილიარდი დოლარი;

6. კიმ კარდაშიანი | ქონება: 1.7 მილიარდი დოლარი;

5. ჯეი-ზი | ქონება: 2.5 მილიარდი დოლარი;

4. ოპრა უინფრი | ქონება: 2.8 მილიარდი დოლარი;

3. მაიკლ ჯორდანი | ქონება: 3.2 მილიარდი დოლარი;

2. სტივენ სპილბერგი | ქონება: 4.8 მილიარდი დოლარი;

1. ჯორჯ ლუკასი | ქონება: 5.5 მილიარდი დოლარი.