Forbes UA: რა მოაქვს ზელენსკის ამერიკის შეერთებული შტატებიდან

Forbes UA: რა მოაქვს ზელენსკის ამერიკის შეერთებული შტატებიდან

უკრაინის დელეგაციის ვიზიტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით შეერთებულ შტატებში გრძელდება. თუმცა, მთავარი მოლაპარაკებები შეერთებული შტატების მთავრობის უმაღლეს პირებთან უკვე დასრულებულია. მხარეებმა ხელი მოაწერეს მრავალ მემორანდუმს ენერგო, თავდაცვის, ციფრულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

Forbes-ის უკრაინული რედაქციის შეფასებით, აღნიშნული მემორანდუმები  სამომავლოდ უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ და შეერთებული შტატების ექსპორტ-იმპორტის ბანკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ამერიკული კომპანიებისათვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხების გაცემის შესახებ, რომლებსაც უკრაინაში მომსახურება და საქონელი შეაქვთ. აღნიშნული სესხების გამოყენება შეუძლიათ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ აგრობიზნესის, ინფრასტრუქტურის, კლიმატისა და ენერგეტიკულ სფეროებში.

თუმცა, საინტერესოა, რომ მემორანდუმში არაფერია ნახსენები იმ უკრაინული კომპანიების დახმარების შესახებ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოებენ პროდუქციის ექსპორტს.

დიპლომატებმა, ასევე, ხელი მოაწერეს დეკლარაციებს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტთან თავდაცვითი პარტნიორობის გასაღრმავებლად. შეერთებული შტატები უკრაინას შეიარაღებისათვის 60 მილიონ აშშ დოლარსა და ჯაველინის ანტი-სატანკო სისტემებს მიაწვდის. უკრაინულმა კომპანია, Ukrobonoprom-მა ამერიკულ Lockheed Martin Corporation-თან 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ერთობლივი შეთანხმება დადო კვლევითი თანამშრომლობისა და ახალი საწარმოო ობიექტების განვითარებისა და შექმნის შესახებ.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინას მოამარაგებს დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობებით აზოვისა და შავ ზღვებში რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები გამოისახა კოსმოსური ფრენისა და საინფორმაციო უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოებისა და საზღვრის დაცვის სფეროებშიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *