Fuckup Nights Georgia კარანტინის გამოშვება!

Fuckup Nights Georgia კარანტინის გამოშვება!

თბილისის სტარტაპ ბიურო და იმფაქთ ჰაბ თბილისი Fuckup Nights-ს უკვე ოცდამეერთედ მასპინძლობს. ღონისძიება კარანტინის ფარგლებში ონლაინ რეჟიმში ტარდება და შესაბამისად, სპიკერების მიერ გადმოცემული ისტორიებიც თემტური იქნება.

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს და Impact Hub Tbilisi-ს მიერ, და მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის, Sector 3-ის, Prodemos-ის, Grant Thornton Georgia-ს, Kedari Ventures-ის, Wolt-ის, ლუდი ქარვა • Karva-ს, Forbes-ისა და BPN-ის მიერ.

ვინ იქნებიან Fuckup Nights-ის სპიკერები?

დათო გორგილაძე ჟურნალისტი, მწერალი და საქართველოს პირველი არხის  დილის გადაცემის წამყვანია. 

მისი მოთხრობების კრებული “ღმერთი სამსახურშია” რომელიც 2018 წელს გამოიცა, გამომცემლობა ინტელექტის ბესტსელერი გახდა და მიენიჭა პრემია “ლიტერა” ნომინაციაში “წლის საუკეთესო პროზაული კრებული”.

ვასილ ჩუბინიძე სტარტაპი “ჟუჟუნა ღვინოს” და სტრატეგიული ბრენდინგ “სააგენტო მილენიალ ჰაბი”-ს თანადამფუძნებელია. სააგენტოში მისი უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილა და ბაზარზე ჩაშვებულა სხვადასხვა ინდუსტრიის ბრენდები. ის ასევე არის ბრენდინგისა და რეკლამის ლექტორი, ამასთან ერთად არაერთი პროექტის ინიციატორი.

ირაკლი გაფრინდაშვილი PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტია. 2012-2017  წლების განმავლობაში მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში PR დეპარტამენტის უფროსად. ის იყო საქართველოს სახალხო რადიომაუწყებლობის ჯერ პროდუსერი, შემდეგ კი წამყვანი. ხოლო 2018 წლიდან ირაკლიმ დაიწყო ხეზე მუშაობა და ახლა დურგალია.

ვერა ქობალია ამჟამად არის ეკონომიკური საბჭოს წევრი ქალაქ ნიუ ვესტმისტერში. ასევე Sandstorm Gold-ის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი (ოქროს მოპოვების კოპანია, ვენკუვერი, კანადა). ვერა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერთა ნომინანტია. 2019 წელს იგი დასახელდა ქალაქ ვანკუვერის ჯილდოს მფლობელად – “წარმატებული ბიზნეს პერსონა 40 წლამდე.“

გარდა ამისა, ვერა ჰონგკონგის უნივერსიტეტის მკვლევარია (Asia Global Fellow) და “საზოგადოებრივი გავლენის ცენტრის” (CPI) ხალხთან პანელის წევრი, ქალაქ ლონდონში.

ივენთის მოდერატორია Forbes Goergia-ს აღმასრულებელი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი.

          

Fuckup Nights Tbilisi-ზე დასწრების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებთ: Facebook event-ზე და Linkedin Event-ზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.