საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თბილისი სტარტაპ ბიურო წარმოგიდგენთ Fuckup Nights Batumi vol. 1, რომელიც 14 აგვისტოს, 20:00 საათზე გონიოს ციხეში გაიმართება.
“Fuckup Nights” გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც გიყვებათ პროფესიული წარუმატებლობის ამბებს. 2012 წელს მექსიკაში დაწყებულ ისტორიას, დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანა და 320 ქალაქი უერთდება, მათ შორის საქართველო და თბილისის შემდგომ, “Fuckup Nights” პირველი სპეციალური გამოშვება გონიოში გაიმართება.
შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) დამფუძნებელი და Alliance Group Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა იქნება, დამსწრე საზოგადოებას კი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ:
დამსწრე საზოგადოებას კი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ:
- დავით ხოსროშვილი – მისი თანადაფუძნებული კომპანიებია com, MaxinAl, Olmait, Hostelpro.com და Termial.com. კომპანიებში დასაქმებულია 80-ზე მეტი ადამიანი და ემსახურებიან მომხმარებლებს 10-ზე მეტ ქვეყანაში. დავით ხოსროშვილის კომპეტენციაში სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა შედის.
- გიორგი კუვშინოვი – Boom Boom Booking Agency -ის დამფუძნებელი, ბუქერი Partymag (Turkey) , The Triângûlum (Armenia), Origami , Set Fest , Colibri და მრავალი სხვა. გიორგის უმუშავია შემდეგ არტისტებთან Stephan Bodzin , Polo & Pan , Maceo Plex , Luciano , Tale of Us , Agoria , Deborah De Luca , Joe Claussell , Oscar and the Wolf და სხვა. თანამშრომლობს რეგიონში ცნობილ სამაუწყებლო კომპანიასთან Cercle.
- ტბელ აბუსერიძე – ფოტოგრაფი, თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან, მათ შორის რადიო თავისუფლებასთან. ამჟამად რამდენიმე ფოტოჟურნალისტურ პროექტზე National Geographic Magazine საქართველოსთვის მუშაობს.
- პაპუნა ტოლიაშვილი – სინერჯი კაპიტალის დირექტორი და სინერჯი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომპანიას 1999 წლიდან 400-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან საქართველოში სტრატეგიული და სტრუქტურული განვითარების კუთხით. 2018 წელს სინერჯი ჯგუფმა შექმნა კერძო კაპიტალის ფონდი – სინერჯი კაპიტალი, რომელიც ამ დროისთვის 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
ღონისძიებაზე ბილეთების რაოდენობა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგრძნობლად შეზღუდულია.
დასწრების მსურველებმა ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მოცემულ ბმულზე.
ღონისძიების პარტნიორები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, Georgian Venture Capital Association – GVCA, Bolt, Wolt და ლუდი ქარვა • Karva.