28 სექტემბერს, Rooms Hotel Batumi-ში Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვება გაიმართება.
მარცხის ისტორიები არის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც ასახავს წარმატებული ადამიანების მარცხის ისტორიებს. მისი მიზანია, შთააგონოს და მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს. ღონისძიების ფარგლებში გვეყოლება 4 წარმატებული ადამიანი, რომლებიც გაგვიზიარებენ ისტორიებს თავიანთი წარუმატებლობების შესახებ. შემდგომ კი, აუდიტორიას ექნება კითხვების დასმის შესაძლებლობაც.
ღონისძიების სპიკერები იქნებიან:
ვარლამ ებანოიძე – ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
ანა ავეჩბა– Ripple Space-ის დამფუძნებელი.
გიორგი გოგლიძე – Bene Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ნიკოლოზ ქევხიშვილი – შინვუდის მმართველი პარტნიორი.
მოდერატორი: გიგა ქერქაძე – Glovo Georgia-ს თანადამფუძნებელი.
მარცხის ისტორიები ჩატარდება “აქსელთან” (საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელთან) ერთად. ამიტომ სრული დღე დაეთმობა ბათუმის სტარტაპ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, სხვადასხვა ფორმატებში.
დღის პირველი ნაწილში ჩატარდება “აქსელის” ღონისძიება, დატვირთული პანელური დისკუსიებითა და გამოსვლებით, ხოლო მოგვიანებით, საღამოს გაგრძელდება – მარცხის ისტორიები.
დღის განრიგი:
15:00 – 16:00 Gathering, Networking + welcome drinks, finger food, background music
16:00 – 19:00 Tech startup pitches, panel discussion by investors, elevator pitches
19:00 – 20:00 Networking, lunch, drinks
20:00 – 22:00 Fuckup Nights – Speakers and their failure stories
22:00 – Networking & Drinks
დაიმახსოვრეთ თარიღი და მოემზადეთ საინტერესო და გულწრფელი საუბრებისთვის!
თარიღი: 28 სექტემბერი, 20:00 საათი
ლოკაცია: Rooms Batumi Hotel
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან Startup Büro და BENE Exclusive.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: LUSSO Luxury Auto Gallery, ბათუმის მერია, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, საქართველოს ეროვნული ბანკი, Loialte, GEC Consulting, Axel (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი).