G-20 მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ხელახლა განსაზღვრას ისახავს მიზნად

G-20 მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ხელახლა განსაზღვრას ისახავს მიზნად

კორონავირუსის პანდემიისა და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს ფინანსური ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რათა განსაზღვრონ ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი.

სავაჭრო დაძაბულობა აღარ არის ისეთი ინტენსიური დიდი  ოცეულის სამიტის მონაწილე სახელმწიფოებს შორის, როგორც ეს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, დროს გახლდათ. ამიტომ მსოფლიოს ოცი  ყველაზე ძლიერი ეკონომიკის ლიდერები ფინანსთა მინისტრებთან ერთად კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა დაასრულონ შუა გზაში მიტოვებული ბიზნესშეთანხმებები და იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე – კლიმატის ცვლილებით დაწყებული და საკორპორაციო გადასახადით დამთავრებული.

გარდა ამისა, დღეს სამიტზე შეაფასებენ კორონავირუსის მიმდინარე საფრთხეებს ვირუსის ახალი შტამებისა და ვარიანტების გამოჩენის კვალდაკვალ. შესაბამისად, მსოფლიო ლიდერები ყურადღებას ფისკალური ძალისხმევის აუცილებლობაზეც გაამახვილებენ. ამ საკითხებთან ერთად, ისინი ისაუბრებენ მზარდი ინფლაციის პრობლემებსა და ნავთობის ფასის მატებაზეც. ცნობისათვის, გასულ დღეებში OPEC-ის მოლაპარაკებები ნავთობის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ჩაიშალა.

რომის ლუისის უნივერსიტეტის ეკონომისტმა, როზამარია ბიტეტიმ, აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკები კვლავ იწყებენ ერთად მუშაობას. „დიდი ოცეულის სამიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმის გასააზრებლად, რომ პანდემიის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი“, – განაცხადა მან.

სიმბოლურია, რომ სამიტი იტალიაში ჩატარდება – სახელმწიფოში, რომელიც ისტორიულად მთელი მსოფლიოსათვის ვაჭრობის ღერძს წარმოადგენდა. შეხვედრა ქალაქ ფენიქსში გაიმართება, რაც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავიდან დაბადების სიმბოლოა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *