რა არის ონლაინგადახდების პლატფორმა?
მარტივად რომ ვთქვათ, ონლაინგადახდების პლატფორმა არის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც ბიზნესებს ეხმარება ციფრული გადახდების უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუშავებაში; მათ მომხმარებლებს კი, საშუალებას აძლევს გადაიხადონ მათთვის ყველაზე მისაღები, გადახდის სხვადასხვა მეთოდით- სადებეტო ბარათებით, ციფრული საფულეებით, საბანკო გადარიცხვებით თუ სხვა, რაც აუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას და ზრდის გაყიდვებს.
ეს პლატფორმები შექმნილია ყველა ზომის ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით, დაწყებული მცირე სტარტაპებით, დამთავრებული მსხვილი კომპანიებით და ხელს უწყობს მათი ონლაინ ბიზნესის სწრაფად განვითარებას.
ონლაინგადახდების პლატფორმის შერჩევის მნიშვნელობა ბიზნესისათვის
ელექტრონული კომერციის დინამიკურ სამყაროში ბიზნესებისთვის, რომლებიც იღებენ ან გეგმავენ ონლაინგადახდების მიღებას, ასევე უმნიშვნელოვანესია სანდო და მრავალფუნქციური ონლაინგადახდების პლატფორმის შერჩევა. კარგად შერჩეული პლატფორმა ამარტივებს არა მხოლოდ გადახდების მიღებას, არამედ მათ მენეჯმენტსა და სტრატეგიული ბაზრების ათვისების შესაძლებლობას; ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და ხელს უწყობს ტრანზაქციების სწრაფად ასახვას, რაც საბრუნავი კაპიტალის სტაბილური ნაკადის გარანტია.
ონლაინგადახდების პლატფორმებთან დაკავშირებული გამოწვევები
თუმცა მიუხედავად ამ ბენეფიტებისა, ონლაინგადახდების პლატფორმების გამოყენებისას, ბიზნესი ხშირად გამოწვევებსაც აწყდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
- ინტეგრაციის რთული პროცესი – რაც იწვევს დიდი დროის და რესურსის ხარჯვას;უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები- ონლაინგადახდების შემთხვევაში, მომხმარებელთა მონაცემების დაცვა თაღლითობისა და სხვა ტიპის საფრთხეებისგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია;
- ოპერაციული ხარვეზები – ტექნიკურმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს გაყიდვების შეფერხება და დაბალი conversion rate-ი;
- გადახდის მრავალფეროვანი მეთოდების ნაკლებობა – რაც იწვევს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას;
- მომხმარებელთა მხარდაჭერის გამოწვევები – დაგვიანებული კომუნიკაცია და რეაგირება მომხმარებელთა საჭიროებებზე.
როგორ პასუხობს Flitt მსგავს გამოწვევებს და რა არის მისი უპირატესობები:
- გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები
პლატფორმას აქვს გადახდის მოქნილი მეთოდები: Apple Pay, Google Pay და ბარათით გადახდა, რომლებიც ინტეგრირდება ერთი გამარტივებული ინტეგრაციით. Რაც შეეხება გადახდის გვერდს, მერჩანს შეუძლია ის საკუთარ ვებგვერდზე, მისივე დიზაინით ჩააშენოს, ან გადამისამართების საშუალებით გამოიყენოს Flitt-ის გადახდის გვერდი.
- მარტივი ინტეგრაცია
ინტეგრაციის რთული პროცესის გასამარტივებლად, Flitt დეველოპერებს სთავაზობს მარტივად ინტეგრირებად API-ს და მზა SDK ნაკრებებს, ასევე ინტეგრაციის ინსტრუქციის პორტალს და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკურ მხარდაჭერას.
- გადახდების მარტივი მენეჯმენტი
მერჩანტებს კი, პერსონალურ სივრცეს, რომელიც ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. აღნიშნული სივრცის მეშვეობით, მათ შეუძლიათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი.
- სტრატეგიული ბაზრების ათვისების შესაძლებლობა
Flitt ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, მიიღონ და მართონ გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; გაზარდონ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.
- საერთაშორისო გამოცდილება
პლატფორმას საერთაშორისო ბაზარზე ონლაინგადახდების ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება აქვს, რის შედეგადაც ბევრი მნიშვნელოვანი პროდუქტი თუ ფუნქციონალი შეიძინა; რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა, ან ბიზნესისთვის რთულად იყო ხელმისაწვდომი.
- ძლიერი უსაფრთხოება
უზრუნველყოფს გარანტირებულ უსაფრთხოებას PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტით, რაც გულისხმობს იმის, რომ მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაცია მაქსიმალურად დაცულია. მერჩანტების ტრანზაქციები შემოწმებას ასევე Anti-Fraud-ის შიდა სისტემაში გადიან, რაც თაღლითობის რისკებს უმცირებთ.
- სტაბილური სისტემა
სისტემა მუშაობს გამართულად, ნებისმიერი დროის მონაკვეთში, რაც უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, მაღალ conversion rate-ს და ოპერაციული ხარვეზების შემცირებას.
- სატესტო გარემო
გადახდების რეალურ გაშვებამდე, მერჩანტებს აქვთ სრულყოფილი სატესტო გარემო, სისტემური ხარვეზების მაქსიმალურად ასარიდებლად.
- ინტეგრაცია პოპულარულ ონლაინ პლატფორმებთან
ინტეგრირებულია პოპულარულ და მოქნილ ონლაინ პლატფორმებთან: Shopify, WIX, WooCommerce, CS cart და სხვა. მათი მზა შაბლონები ბიზნესს ელკომერციის განვითარებასა და ოპერირებას უმარტივებს.
Flitt-ის ინტეგრაციისა თუ სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ეწვიეთ: Flitt.com
S