Galaxy S11-ი განახლებული კამერით გამოვა

Galaxy S11-ი განახლებული კამერით გამოვა

Galaxy S11 სერია სულ მალე წარდგება მყიდველის წინაშე, 2019 წლის ბოლოს კი Galaxy S11-ის კამერის მოდული და ზომები ცნობილი გახდა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული Forbes-ი იტყობინება.

Samsung Galaxy S11, რომლის გამოჩენასაც 2020 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ, წინასწარი ინფორმაციით კამერების დიდი “ოთხკუთხედი დაფით” იქნება აღჭურვილი. როგორც გამოცემა წერს, Samsung-ის ფლაგმანს 108-მეგაპიქსელიანი გარჩევადობა და 5x ტელეფოტო ლინზები ექნება.

რამდენიმე დღის წინ სამივე სმარტფონის – Galaxy S11e-ს, Galaxy S11-ისა და Galaxy S11 Plus-ის ეკრანის დამცავების ფოტოებიც გავრცელდა, რამაც მათ დიზაინზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცა.

თვალშისაცემია სხვაობა ზომაში S11e-სა და S11-ს შორის. ზუსტი ზომების დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მაგრამ სავარაუდოდ სმარტფონების ეკრანები შემდეგი თანმიმდევრობით იქნება დალაგებული: S11e – 6.4 ინჩი; S11 – 6.7 ინჩი; S11 Plus – 6.9 ინჩი.