გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

დეკემბერში ტურიზმიდან შემოსავლებმა 186 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის განმავლობაში ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ აგვისტოში მიიღო და ის 395 მლნ დოლარს შეადგენდა.

2016 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 584 მლნ დოლარითაა გაზრდილი.

2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.