ბარსელონას გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის (ISGlobal) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გასულ წელს ევროპაში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურების გამო 47,000 ადამიანი დაიღუპა. კვლევის თანახმად, განსაკუთრებული ზიანი სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებს მიადგათ.
შეგახსენებთ, რომ გასული წელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აქამდე დაფიქსირებულ ყველაზე ცხელ პერიოდად დაასახელა. კონტინენტებს შორის გლობალური დათბობის ეფექტი ყველაზე სწრაფი ტემპით სწორედ ევროპაზე აისახება. სიცხის ინტენსიურად მატების გამო კი ბუნებრივად იზრდება სხვადასხვა დაავადებების რისკიც.
საინტერესოა, რომ მაჩვენებელი 2022 წელს კიდევ უფრო მაღალი გახლდათ. 2022 წელს სიცხის გამო ევროპაში 60,000 ადამიანი გარდაიცვალა. კვლევითი ინსტიტუტის განმარტებით, რომ არა გასული 20 წლის განმავლობაში საკითხის შესახებ მიღებული სხვადასხვა ზომა, წელს სიცხის გამო გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი შესაძლოა 2022 წლის მონაცემებზე 80%-ით მაღალი ყოფილიყო. ინსტიტუტის ინფორმაციით, ბოლო წლებში დანერგილი ადრეული გაფრთხილების სისტემა და ჯანდაცვის სექტორში არსებული გაუმჯობესები ადამიანებს მაღალ სიცხესთან ადაპტირებაში ეხმარება.
მკვლევარებმა მაღალი ტემპერატურის მიზეზით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია 35 ევროპული სახელმწიფოს მონაცემების საფუძველზე გაანალიზა. მაღალ ტემპერატურას ისინი 47,690 ადამიანის გარდაცვალებას უკავშირებენ. ყველაზე მეტი ადამიანი ამ მიზეზით საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიასა და ესპანეთში გარდაიცვალა.