ღარიბი ქვეყნების ვალი 2020 წელს 12%–ით გაიზარდა და რეკორდული  $860 მილიარდი შეადგინა - World Bank

ღარიბი ქვეყნების ვალი 2020 წელს 12%–ით გაიზარდა და რეკორდული  $860 მილიარდი შეადგინა - World Bank

მსოფლიო ბანკი დაბალშემოსავლიან ქვეყნებს აფრთხილებს, რადგან ამ ქვეყნების ვალი 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად 12%–ით გაიზრდა და $860 მილიარდს მიაღწია.  მსოფლიო ბანკი მათ ვალის შემცირებისათვის ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ  2022 წლის საერთაშორისო ვალის სტატისტიკამ დაბალშემოსავლიან და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ვალის რეკორდული მატება აჩვენა. „ჩვენ  ვალის პრობლემისადმი ყოვლისმომცველი მიდგომა გვჭირდება, მათ შორის ვალის შემცირება, სწრაფი რესტრუქტურიზაცია და გამჭვირვალობის გაუმჯობესება“, –  განაცხადა მალპასმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების უმეტესობა საგარეო ვალის  ნიშნულის მაღალი რისკის ქვეშაა. მდგრადი ვალის დონე ამ მძიმე პერიოდში ქვეყნების ეკონომიკური აღდგენისა და სიღარიბის შემცირებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების საგარეო ვალის მოცულობა 2020 წელს 5.3%–ით გაიზარდა და $8.7 ტრილიონს გაუტოლდა, ეს კი გავლენას ყველა რეგიონის ქვეყანაზე მოახდენს. საგარეო ვალის ზრდამ  მთლიანი ეროვნული შემოსავლისა (GNI) და ექსპორტის ზრდას გადააჭარბა, ხოლო საგარეო ვალის შეფარდება GNI–სთან, ჩინეთის გამოკლებით, ხუთი პროცენტული პუნქტით,  42% –მდე, გაიზარდა.

მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, კარმენ რეინჰარტმა აღნიშნა, რომ პრობლემები, რომელთა წინაშე მაღალი დავალიანების მქონე ღარიბი ქვეყნები დგას, შეიძლება გაუარესდეს საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად.

მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ 2022 წლის ანგარიში გლობალური ვალის დონის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით კიდევ უფრო გააფართოვა, საგარეო ვალის შესახებ უფრო დეტალური და დანაწევრებული მონაცემების მიწოდებით.

ანგარიში ახლა ისეთ მონაცემებს შეიცავს, როგორიცაა მსესხებელი ქვეყნის საგარეო ვალის მარაგი, რათა აჩვენოს თითოეული ოფიციალური და კერძო კრედიტორის ვალი, თანხის ვალუტის შემადგენლობა და სესხების გაცემის ვადა.

 

ფოტო: REUTERS/Mike Theiler

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.