ღია ტრენინგი ბათუმში - ახალი ვალდებულებები საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ

ღია ტრენინგი ბათუმში - ახალი ვალდებულებები საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ

2026 წლის 21 მაისს, ბათუმში, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ პრაქტიკული ტრენინგი გამართა, რომელსაც ბიზნესისა და პროფესიული წრეების 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების რეგულირების, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დაბეგვრის თავისებურებებისა და საგადასახადო რისკების ეფექტიანი მართვის შესახებ. ტრენინგზე განხილული იქნა აგრეთვე სესხის კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების კრიტერიუმები და 2026 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ინფორმაციის სწორად მომზადების, ისე საგადასახადო რისკების მართვის საჭიროებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოკუმენტაციის სწორად მომზადებას, შეფასების მეთოდების შერჩევას, შესადარისი ოპერაციების შერჩევის თავისებურებებს და ფინანსური მაჩვენებლების საბაზრო დიაპაზონის გამოყენების სპეციფიკას.

ტრენინგს უძღვებოდა გრანთ თორნთონის საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან ღამბაშიძე, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა როგორც საკანონმდებლო სიახლეები, ისე პრაქტიკაში დაგროვილი გამოცდილება და რეკომენდაციები.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ კითხვებზე.

მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის ინფორმირებულობის ზრდაში, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და იმ პრაქტიკული გამოწვევების სწორად მართვაში, რომლებიც მუდმივად ცვალებად საგადასახადო და რეგულაციურ გარემოს უკავშირდება.


გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით,  მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 76,000 თანამშრომელი, 150 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

S