ღვინის ექსპორტით, საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

ღვინის ექსპორტით, საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

ქვეყნის მთლიან ექსპორტში ღვინის წილით, საქართველო 80 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა.

ექსპორტში ღვინის ექსპორტის წილით, საქართველო მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა. კერძოდ, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის 6.26% სწორედ ღვინოზე მოდიოდა და ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის ექსპორტიორ ქვეყანას უსწრებს.

მეორე ადგილზე მოლდოვაა, სადაც ღვინოზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 5.29% მოდის. მას მოსდევს მონტენეგრო 3.73%-ით და ახალი ზელანდია 3.15%-ით. ხეთეულში შედის ჩილეც – 2.9%.

ის რომ, საქართველო ღვინის ექსპორტის წილით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, ერთი მხრივ, მცირე ზომის და ნაკლებად დივერსიფიცირებულ ეკონომიკაზეც მიანიშნებს.

რაც შეეხება ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველო მე-19 ადგილს იკავებს.

AAWE-ს მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები შემდეგი იყო:

საფრანგეთი

ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $10 მლრდ

წილი მთლიან ექსპორტში – 1.9%

იტალია

ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $6.7 მლრდ

წილი მთლიან ექსპორტში – 1.3%

ესპანეთი

ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $3.2 მლრდ

წილი მთლიან ექსპორტში – 1%

ჩილე

ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $2 მლრდ

წილი მთლიან ექსპორტში – 2.9%

ავსტრალია

ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $2 მლრდ

წილი მთლიან ექსპორტში – 0.8%

ამავე პერიოდში საქართველოდან 171 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეცხრამეტე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.