გიორგი გიგაშვილი Edisons Awards-ზეა ნომინირებული

გიორგი გიგაშვილი Edisons Awards-ზეა ნომინირებული

ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი ალბომით Meeting My Shadow პრესტიჟულ ნიდერლანდურ მუსიკალურ ჯილდოზე, Edisons Awards-ზეა ნომინირებული, კატეგორიაში – NEWCOMERS. ცნობისთვის, ეს ჯილდო ყოველწლიურად მუსიკის სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის გაიცემა.

„ამასობაში მე, ჩემი ალბომით ,,Meeting My Shadow“, ნომინირებული ვარ Edisons Awards-ზე ,,NEWCOMERS“ ნომინაციაში.

სიხარულს და ბედნიერებას ვერ ვმალავ“, – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

Edisons Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 7 ოქტომბერს, ამსტერდამში გაიმართება.

შეგახსენებთ, 2023 წელს გიორგი გიგაშვილმა არტურ რუბინშტეინის სახლობის XVII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის პრესტიჟული პრემია მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი გიგაშვილი Forbes Georgia-ს პროექტის, 30 Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებულია, კატეგორიაში –  კულტურა და სტილი.