გიორგი ცინცაძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

გიორგი ცინცაძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

გიორგი ცინცაძე 20 წელი იცავდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია.

მან საქართველოს ნაკრების მაისურით 217 მატჩი ჩაატარა და სერბეთთან მატჩი საქართველოს ნაკრებში ბოლო იყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგი ცინცაძემ საქართველოს ნაკრებს არაერთი გამარჯვება მოუტანა და 22 ტიტული მოიპოვა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა აჭარაბეთმა გიორგი ცინცაძეს მადლობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. S