გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა

დღეს, 27 სექტემბერს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 137 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 67-ე აგილს იკავებს, გასული წლის ანგარიშის (2016-2017) მიხედვით საქართველო 59-ე ადგილზე იყო, ანუ 8 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ჯამური ქულა არ შეცვლილა, ისევ 4.3-ია, მაგრამ რეიტინგში პოზიცია სხვა ქვეყნების ქულების გაუმჯობესების გამო გაუუარესდა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 100-ზე მეტ შეფასების კრიტერიუმს მოიცავს, რომელთა უმეტესობა საქართველოს შემთხვევაში გაუარესდა. ცხრილში მოცემულია ის კრიტერიუმები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაუარესდა ან გაუმჯობესდა.

ზოგადად, საქართველო ყველაზე ნაკლებკონკურენტულია უმაღლესი განათლების მხრივ, ტექნოლოგიებში, ინოვაციებში და ბაზრის ზომით.

ცხრილი: ინდექსის კრიტერიუმები, სადაც საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა

ინდექსის შეფასების კრიტერიუმები

ქულა

პოზიციის ცვლილება

2016

2017

დავების გადაწყვეტის სამართლებრივი ჩარჩო

4.0

3.5

-26

სასამართლოს დამოუკიდებლობა

4.0

3.6

-25

ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში

3.5

3.3

-12

ბიუჯეტის ხარჯების არაეფექტურობა

3.2

3.0

-10

ორგანიზებული დანაშაული

5.8

5.4

-12

განათლების სისტემის ხარისხი

3.3

3.0

-12

სასკოლო განათლების ხარისხი

3.4

3.1

-13

ბიუჯეტის დეფიციტი (მშპ-ის %)

-1.2

-1.6

-16

ანაზღაურება და პროდუქტიულობა

3.9

3.6

-20

მთლიანი ეროვნული დანაზოგი

21.7

19.4

-22

ინვესტორთა დაცვა

6.8

7.7

+13

ვენჩურული კაპიტალი

2.6

2.7

+14

საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა

4.0

4.3

+19

ინფლაცია

4.0

2.1

+79

კვლევაში შეტანილი 137 ქვეყნიდან ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს შვეიცარიას, აშშ-ს, სინგაპურს, ნიდერლანდებს, გერმანიას, ჰონკონგს და შვედეთს. ხოლო, ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია იემენი, მოზამბიკი, ჩადი და ლიბერია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.