Goldman Sachs: 2022 წელს ბიტკოინი ოქროს საბაზრო წილში მნიშვნელოვნად შეეცილება

Goldman Sachs: 2022 წელს ბიტკოინი ოქროს საბაზრო წილში მნიშვნელოვნად შეეცილება

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის თანახმად, ციფრული აქტივების პოპულარობის მატებასთან ერთად 2022 წელს ბიტკოინი ოქროს ბაზრის წილში მნიშვნელოვნად შეეცილება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბიტკოინის საბაზრო კაპიტალი 800 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. რაც შეეხება ოქროს, ქონების სახით დღეს 2.6 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქრო ინახება. შესაბამისად, კრიპტოვალუტას ამგვარი ღირებულების ქონებების დაახლოებით 20% უკავია.

ერთ-ერთი ჰიპოთეზური სცენარის მიხედვით, 2022 წელს ბიტკოინი აღნიშნული ბაზრის 50%-ს დაიკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ღირებულების 100 000 აშშ დოლარამდე ზრდა არის ნავარაუდები.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების ფასის წინასწარ განსაზღვრა მეტად რთული საკითხია და ის ერთბაშად რამდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული. განსაკუთრებით საყურადღებო კი ის არის, რომ გარდა ფინანსური ფაქტორებისა, მასზე გავლენას სხვა მიზეზებიც ახდენენ.

ბიტკოინის არსებობის ისტორიაში მრავალჯერ მისი ფასი კონკრეტული გადაწყვეტილების მიხედვით გაზრდილა ან შემცირებულა. მეტწილად ეს ყველაფერი მის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მაგალითად, როდესაც გასულ წელს ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ Tesla-ს შესაძენად ბიტკოინის გამოყენების ოფცია გაუქმდა, მისი ღირებულებაც უმალ შემცირდა. ხოლო როდესაც შტატებში SEC-მა ბიტკოინის ETF-ს ნებართვა გასცა, მისმა ფასმაც მოიმატა.

Goldman Sachs-ის პროგნოზით ბიტკოინის ღირებულება 2022 წელს შესაძლოა 100 000 აშშ დოლარი გახდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *