თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ, სად იმოგზაუროთ 2020 წელს და ამისთვის ინსპირაცია გჭირდებათ, შეგიძლიათ გადახედოთ Google-ის მიერ დასახელებულ ტრენდულ მიმართულებებს. Google-მა მოგზაურობის 2020 წლის ყველაზე პოპულარულ მიმართულებები დაასახელა. ამის შესახებ ამრიკული Forbes-ი წერს.
Google-ის მიხედვით, 2020 წლის 10 ყველაზე ტრენდული მიმართულება შემდეგია:
- და ნანგი, ვიეტნამი
- სან პაულო, ბრაზილია
- სეული, კორეა
- ტოკიო, იაპონია
- თელ-ავივი, ისრაელი
- მარსელი, საფრანგეთი
- ვენა, ავსტრია
- ბანგკოკი, ტაილანდი
- დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები
- პერტი, ავსტრალია
Google-მა აღნიშული მიმართულებები სასტუმროების ძიების რაოდენობის კვლევებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, რომელიც 2018-2019 წილის პერიოდს მოიცავს.
მოგზაურებს ახალი მიმართულებების აღმოჩენა არანაკლებ იზიდავს, ვიდრე ტურისტების ფავორიტი ადგილების მონახულება, მაგალითად როგორიცაა რომი, ბარსელონა ან მალდივები.