Google: რუსი ჰაკერები სამიზნეში ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის შეიარაღებულ ძალებს იღებენ

Google: რუსი ჰაკერები სამიზნეში ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის შეიარაღებულ ძალებს იღებენ

Google-ის საფრთხეების ანალიზის გუნდის ინფორმაციით, ამერიკულ და უკრაინულ ორგანიზაციებზე თავდასხმაში დადანაშაულებული რუსი ჰაკერები ამჯერად სამიზნეში ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის შეიარაღებულ ძალებს ამოიღებენ.

Google-ის თანახმად, ნატოს საწვრთნელი ორგანიზაციები და რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა რუსული ჰაკერული დაჯგუფებების, COLDRIVER-ისა და Callisto-ს თავდასხმის საფრთხის ქვეშაა.

ტექგიგანტის ინფორმაციით, ჰაკერების მოქმედების მთავარი სტრატეგია ფიშინგი იქნება, რომლის დახმარებითაც ისინი მომხმარებლის სახელების, პაროლებისა და საკრედიტო ბარათების ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებიან.

ჯერჯერობით Google-ი ვერ ასახლებს ჰაკერული დაჯგუფებების წარმატების ალბათობას, რადგან უმეტესწილად მათი სამიზნეები Google-ის სისტემის გარეთ მყოფი მეილის მისამართები გახლავთ.

Google-ის საფრთხეების ანალიზის გუნდის თანახმად, COLDRIVER-მა ჰაკერული თავდასხმები რამდენიმე ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, უკრაინულ სამხედრო კონტრაქტორ კომპანიასა და ერთ-ერთი ბალკანური ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაჯგუფების რუსეთის მთავრობასთან პირდაპირი კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს, სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, დაჯგუფებას დავალებებს სწორედ კრემლი აძლევს.

რუსი ჰაკერების თავდასხმის შესაძლებლობის ზრდაზე FBI-ის კიბერდანაყოფის დამხმარე დირექტორიც საუბრობს. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, რუსი ჰაკერები ენერგო სექტორის ქსელზე თავდასასხმელად ემზადებიან.