„გრანთ თორნთონ საქართველო“ მიესალმება პაატა შურღაიას თანამმართველი პარტნიორის პოზიციაზე

„გრანთ თორნთონ საქართველო“ მიესალმება პაატა შურღაიას თანამმართველი პარტნიორის პოზიციაზე

პროფესიონალურ სერვისებზე ბაზარზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ და კლიენტებისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, გრანთ თორნთონ საქართველოს ფირმის მენეჯმენტის რეორგანიზაცია მიმდინარეობს. 2023 წლის 1 მაისიდან ვახტანგ ცაბაძე, გრანთ თორნთონის ამჟამინდელი მმართველი პარტნიორი გაიზიარებს მოვალეობებს ფირმის პარტნიორთან პაატა შურღაიასთან.

ვახტანგ ცაბაძე გააგრძელებს მარწმუნებელი საქმიანობების მიმართულების და კომპანიის საერთაშორისო პროექტების მართვას, ფირმის საერთო ხელმძღვანელობასთან ერთად, პაატა კი ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებების კიდევ უფრო გაძლიერებაზე კონცენტრირდება და აგრეთვე ჩართული იქნება ფირმის საერთო მართვაშიც.

„გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა გრანთ თორნთონს და აქტიურად იყო წარმოდგენილი ბაზარზე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით და ახალი სერვისების შეთავაზებით. მჯერა რომ ერთობლივად შევძლებთ გრანთ თორნთონის ახალ საფეხურზე გადაყვანას და ჩვენი ინკლუზიური მიდგომებით შევეცდებით განსაკუთრებული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენ კლიენტებს, კიდევ უფრო გაუმჯობესებული და დახვეწილი სერვისების მიწოდებით“ აღნიშნავს ბატონი პაატა.

ვახტანგ ცაბაძე, გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს: ”ვულოცავ პაატას ახალ პოზიციას. ჩვენი თანამშრომლობა გრანთ თორნთონში დაიწყო და წლების განმავლობაში ეტაპობრივად ახალ-ახალ საფეხურზე გადადის. ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილება გააძლიერებს ჩვენს მმართველ გუნდს და დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ გრანთ თორნთონი კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ და უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“.

გრანთ თორნთონი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებას უწევს. კომპანია გრანთ თორნთონი საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ქსელში შემავალი კომპანიები 1999 წლიდან მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტებზე.

გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის ქსელში შემავალმა კომპანიებმა, 2022 ფინანსურ წელს (2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) შემოსავლის რეკორდული მონაცემი დააფიქსირა და 7.2 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით წარმოადგენს 13,7%-იან ზრდას მუდმივი კურსის პირობებში. ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა რეგიონული მასშტაბით ყველა სერვისის მიმართულებით, მიუხედავად ზოგიერთ ბაზრებზე არსებული სირთულეებისა.

გლობალური შედეგების პარალელურად, 2022 წელი გრანთ თორნთონ საქართველოსთვისაც წარმატებული იყო როგორც შემოსავლების, ასევე ახალი პროექტების თვალსაზრისით. საქართველოში კომპანიას შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. არსებული ცვლილებების გათვალისწინებით 2023 წელს კომპანია კიდევ უფრო კარგ შედეგებს და მნიშვნელოვან ზრდას ელოდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო პროექტების ზრდის მიმართულებით, რასაც გაზრდილი მმართველი პარტნიორების რაოდენობაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს. S