Harry Potter-ის მოყვარულებს ჯადოქართა სამყაროდან ირისის ლუდის გამოწერა შეუძლიათ

Harry Potter-ის მოყვარულებს ჯადოქართა სამყაროდან ირისის ლუდის გამოწერა შეუძლიათ

დიდ ბრიტანეთში მაცხოვრებელ Harry Potter-ის მოყვარულებს საფირმო ირისის ლუდის შეძენა დღეიდან მაღაზიებში შეეძლებათ. 10 სექტემბრიდან ჩამოსხმული ლუდი ლონდონის Warner Bros. Studio Tour-ის ორ მაღაზიასა და ჰითროუსა და გეთვიკის აეროპორტებში იყიდება.

ლუდის ბოთლების დიზაინერები, Harry Potter-ის კინოფილმების რეკვეზიტების შემქმნელებიც არიან. ირისის ლუდის ბოთლები დაცლის შემდეგადაც სუვინირის სახით ინახება. დიზაინერები მოყვარულებს ჰპირდებიან, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი დიზაინის ბოთლებს შექმნიან.

აღსანიშნავია, რომ Warner Bros.-ის ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმში მსგავსი სასმელი 2010 წლიდან არსებობს. თუმცა, სასმელის დიდ ბრიტანეთში ჩამოსხმული ახალი ვარიაცია ვეგეტარიანულია, ვეგანური და გლუტენს არ შეიცავს.

ახალი ირისის ლუდის სასმელი ცალობით £4.95-ად იყიდება Warner Bros. Studio Tourand Platform Nine and Three Quarters-ის ვებ გვერზე, ხოლო ერთი შეკვრა, რომელიც 4 ბოთლს მოიცავს, £12.95-ად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *