HSBC-მა თანამშრომელთა მასობრივი გაშვების გეგმა განაახლა

HSBC-მა თანამშრომელთა მასობრივი გაშვების გეგმა განაახლა

HSBC-მა თანამშრომელთა მასობრივი გაშვების გეგმა განაახლა. ბრიტანული ბანკი საშუალო ვადიანი გეგმის მიხედვით აპირებს 35 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ამასთან, ფინანსური ინსტიტუტი გეგმავს გაახანგრძლივოს ახალი თანამშრომლების აყვანის თითქმის სრული შეჩერების ვადაც. ამის შესახებ ბანკის ხელმძღვანელმა ნოელ ქუინმა აღნიშნა წერილში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ბანკის 235 000 თანამშრომელს დაეგზავნა.

აღსანიშნავია, რომ HSBC ჯერ კიდევ პანდემიამდე აპირებდა ამ გეგმის განხორციელებას, თუმცა, შემდეგ თავი შეიკავა. ბანკში აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილების შემცირების გეგმა მიზნად ისახავს ხარჯების $4.5 მილიარდით შეკვეცას. პანდემიის პერიოდში ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ არ იქნებოდა სწორი შექმნილი საგანგებო ვითარების დროს დაეწყოთ თანამშრომლების გათავისუფლება.

ახლა კი ბანკი განაახლებს აღნიშნულ გეგმას, მით უმეტეს ეს ახლა განსაკუთრებით საჭიროა, ვინაიდან მისი მოგება შემცირებულია, ხოლო ეკონომიკური პროგნოზების მიხედვით, კიდევ უფრო რთული პერიოდია მოსალოდნელი.

HSBC-ის აქციების ფასი მარტის დასაწყისიდან 27%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.