HT Solutions-ი Change Inspire-ის კონფერენციაზე 500 ტექ ლიდერსა და სპიკერს გააერთიანებს Google-იდან, AWS-იდან, Toyota-დან და TBC-დან

HT Solutions-ი Change Inspire-ის კონფერენციაზე 500 ტექ ლიდერსა და სპიკერს გააერთიანებს Google-იდან, AWS-იდან, Toyota-დან და TBC-დან

2023 წლის 7 ივლისს, HT Solutions-ი უმასპინძლებს ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კონფერენციას საქართველოში.

Change Inspire გახლავთ DevSecOps Inspire-ის ყოველწლიური კონფერენციის ევოლუცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო მცირე მასშტაბის, სპეციფიკური ტექნოლოგიური ღონისძიებით, 2022 წელს კი მონაწილეთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა.

ასე რომ, HT Solutions-ი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გასაცნობად იწვევს IT მენეჯერებს, CIO-ებსა და ინჟინრებს.

Change Inspire ერთდღიანი, თუმცა მრავლისმომცველი ღონისძიებაა, რომელიც დიდი მონდომებითა და შრომით შეიქმნა დამსწრეთა მეტი ცოდნით, ახალი ხედვებითა და შთაგონებით დასამუხტად. სცენაზე წარდგებიან ინდუსტრიის ცნობილი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები და კოლეგებს თავიანთ ფასდაუდებელ გამოცდილებას გაუზიარებენ. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ინფორმაციებს უახლესი ტრენდებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ 4 ძირითად თემაზე: ციფრული ტრანსფორმაცია, DevOps, კიბერუსაფრთხოება და Big Data. DevOps-ის შემთხვევაში, HT Solutions-თან ერთად, სცენას გაუძღვება თიბისი ბანკიც, რომელიც ტექნოლოგიური ლიდერის სახელითაა ცნობილი საბანკო ინდუსტრიაში.

სპიკერები წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც ინდუსტრიის ადგილობრივი – TBC, Space Bank – ასევე საერთაშორისო – AWS, Google, Toyota – ცნობილი გიგანტებიდან.

„წელს ჩვენ წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური თუ პიროვნული ტრანსფორმაციის ყველაზე შთამბეჭდავ ისტორიებს Change Inspire-ის სცენაზე.

ჩემი, როგორც HT Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Change Inspire კონფერენციის ორგანიზატორის, მიზანია გავაერთიანო და შთავაგონო ტექნოლოგიური საზოგადოება, გახდნენ ლიდერები დიდ ცვლილებებში.

ტრანსფორმაციის დრო სწორედ ახლაა და HT Solutions-ი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნისა და ინდუსტრიის მომავლის შექმნაში.” – განაცხადა ნინო გვაზავამ, HT Solutions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დღის ბოლოს, გაიმართება კონფერენციის შემდგომი ექსკლუზიური წვეულება, რომელზეც მონაწილეებს კოლეგებისა და თანამოაზრეების არაფორმალურ გარემოში გაცნობის საშუალება მიეცემათ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მეტი ინსპირაციისა და ინოვაციური იდეების დაბადებას.

 

HT Solutions-ის შესახებ:

HT Solutions-ი გახლავთ ლიდერი ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციების დანერგვასა და ორგანიზაციების გარდაქმნას ციფრული განვითარების ჭრილში. გამორჩეულ შედეგებსა და მომხმარებლის გამოცდილებაზე მტკიცე ფოკუსირებით, HT Solutions-ი ტექნოლოგიური მიღწევების წინა პლანზე დგას და ინდუსტრიაში ახალი, ყოვლისმომცველი სერვისები და გადაწყვეტილებები შემოაქვს.

S