Huawei-ის მთავარი ფინანსისტის, მენგ ვანჟოუს, ბრძოლა კანადის სასამართლოში ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის წინააღმდეგ უკვე დაახლოებით 1000 დღიანი მცდელობის შემდეგ, დასრულდა.
ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei-ის მთავარი ფინანსური დირექტორი თაღლითურ ქმედებებში იყო დადანაშაულებული HSBC ბანკთან მიმართებით. ბრალდების მიხედვით, მენგ ვანჟოუ მცდარ წარმოდგენებს ქმნიდა Huawei-სა და Skycom-ის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ჩინური გიგანტის შვილობილი კომპანიაა და ირანში სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას ყიდის.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მენგის ქმედებები ბანკს საფრთხეს უქმნიდა შეერთებული შტატების სანქციების დარღვევით, რადგან იგი განაგრძობდა Huawei-სათვის ამერიკული დოლარის ტრანზაქციების გასუფთავებას.
ბრიტანული კოლუმბიის უზენაესი სასამართლოს ასოცირებული მთავარი მოსამართლე ჰეზერ ჰოლმსის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღად 21 ოქტომბერი შეირჩა.
ჩინური კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორის დაპატიმრებამ 2018 წელს ვანკუვერში შეჩერებისას, ჩინეთსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ჩინელმა სამართალდამცავებმა ორი კანადელი მამაკაცი – ბიზნესმენი მაიკლ სპავორი და ყოფილი დიპლომატი მაიკლ კორვიგი – დააკავეს. ამას კი დასავლეთის თანამეგობრობისაგან შეშფოთება მოჰყვა.
ქალბატონი მენგი 49 წლისაა და ის ამჟამად ვანკუვერში იმყოფება. Huawei-ის ფინანსური დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს საქმის დასრულებამდე და ამჟამად ელექტრონული მონიტორინგისა და კომენდანტის საათის შეზღუდვის ქვეშ იმყოფება. სანაცვლოდ კი, ზემოთ აღნიშნული ორი კანადელი პატიმრობაში პრაქტიკულად კომუნიკაციის გარეშე იმყოფებოდა, საკონსულოს თანამშრომლებთან მინიმალური კონტაქტის პირობებში.
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის მთავარი ფინანსური დირექტორის ბედს კანადის სასამართლო რამდენიმე კვირაში გადაწყვეტილების სახით გამოაცხადებს.