Hyundai Motor-ი EV-მიმართულებისთვის 2032 წლისთვის $85.41 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს

Hyundai Motor-ი EV-მიმართულებისთვის 2032 წლისთვის $85.41 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს

გასულ კვირას კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი, Hyundai Motor-ი ელექტრომობილების მიმართულების გასაძლიერებლად და ელექტრიფიკაციის პროცესის დასაჩქარებლად 2032 წლისთვის $85.41 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

ინვესტორების კონფერენციაზე კომპანიის მიერ წარდგენილი გეგმების თანახმად, Hyundai აშშ-ში, მისთვის ყველაზე დიდ ბაზარზე ელექტრომობილების წარმოების ლოკალიზებას გეგმავს. სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის სურვილია, ელექტრომობილების წარმოების წილი აშშ-ში 0.7%-დან 75%-მდე გაიზარდოს.

Hyundai 2030 წლისთვის ყოველწლიურად 2 მილიონი ერთეული ელექტრომობილის გაყიდვას ისახავს მიზნად. კომპანიის პროგნოზით, ამავე წელს მოგების მარჟამ 10% უნდა შეადგინოს. სწორედ ამ შედეგების მიღწევას ემსახურება სამხრეთკორეული გიგანტის $85-მილიარდიანი ინვესტიციაც.

ცნობისთვის, Hyundai გაყიდვებით მსოფლიოს ტოპ-10 ავტომწარმოებელს შორისაა. კომპანიის დაბალ საფასო კატეგორიაში პოზიციონირება გაყიდვებზე დადებითად აისახება.