საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ექსპრეს-მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8.36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც ერთწლიან ჭრილში დაფიქსირებული 18.5%-იანი ზრდაა. რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 5.859 მილიარდ აშშ დოლაზე მეტი ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც წინა წლის ამა პერიოდთან შედარებით 19.1%-იან ზრდას გულისხმობს.
შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.359 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.
უშუალოდ მაისი თვეში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.735 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აქედან ექსპორტი 538 მილიონ აშშ დოლარს, იმპორტი კი 1.197 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.