იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვალი 189 მილიონი დოლარით გაიზარდა

იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვალი 189 მილიონი დოლარით გაიზარდა

2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 2016 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 189 მლნ დოლარით გაიზარდა და 15.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხების და ბანკების ვალის მატებამ განაპირობა. ასევე, 91 მლნ დოლარით გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი.

31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 110%-ია, 2015 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 113% იყო, ხოლო 2014 წლის ბოლოს 86%.

ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარი

სექტორები 

2014

2015

2016

2017, მარტი

სამთავრობო სექტორი

4 250

4 385

4 675

4 766

ეროვნული ბანკი

252

219

200

198

ბანკები

2 683

2 957

3 129

3 225

სხვა სექტორები

3 587

4 521

5 060

4 942

პირდაპირი ინვესტიციები:
კომპანიათაშორისი სესხები

3 074

3 013

2 404

2 525

მთლიანი საგარეო ვალი

13 846

15 095

15 467

15 656

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.