საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, იანვარში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.1%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.8%-ით გაძვირდა.
დეკემბერთან შედარებით, იანვარში ფასების ზრდა ძირითადად სურსათის (2%-ით) და საწვავის (1.4%-ით) გაძვირებამ განაპირობა. ბოსტნეული 6.1%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 4%-ით, ზეთი 4.3%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ავეჯი და საოჯახო ნივთებია გაძვირებული – 10.8%-ით. 9.7%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 6.4%-ით გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 6.9%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებელი