იანვარში ფულადი გზავნილები 12 პროცენტით შემცირდა

იანვარში ფულადი გზავნილები 12 პროცენტით შემცირდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2016 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ფულადი გზავნილები 9 მლნ დოლარით (12%-ით) შემცირდა. 2014 წლის იანვართან შედარებით კი 32 მლნ დოლარით არის შემცირებული. იანვარში სულ 66.5 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 6 მლნ დოლარით შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე ადგილზეა საბერძნეთი. იანვარში საბერძნეთიდან გზავნილები 4მლნ დოლარით შემცირდა. 1 მლნ დოლარით გაიზარდა გზავნილები აშშ-დან და ისრაელიდან.