იაპონურმა კომპანია SkyDrive-მა განაცხადა, რომ იგი თავისი პირველი მფრინავი მანქანის სატესტო რეჟიმში აფრენისა და დაფრენის შესაძლებლობას ამოწმებს. ექსპერტების თქმით, ეს ინოვაციური პროექტი ჯერ კიდევ დახვეწას საჭიროებს და საკმაოდ ძვირიცაა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
კომპანიამ, იაპონიის განვითარების ბანკისგან მიღებული დაფინანსებით, პირველი მფრინავი ავტომობილის სატესტო ფრენა განახორციელა, რომელიც სულ ოთხ წუთს გაგრძელდა. ავტომობილს მხოლოდ ერთი ადგილი აქვს და რვა ძრავით და ორი პროპელერით მუშაობს. სატესტო ფრენის დროს, მანქანა სამი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა.
SkyDrive-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტომოჰირო ფუკუზავამ განაცხადა, რომ მათ გარდა ბევრს აქვს მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი, მაგრამ, მათი პროტოტიპი იმით განსხვავდება, რომ მას არ გააჩნია ფრთები, რაც მას ბევრად უფრო მსუბუქს და პრაქტიკულს ხდის.
კომპანიამ მფრინავი მანქანის პროტოტიპის შემუშავება 2014 დაიწყო, წელს კი პირველად განხორციელდა წარმატებული “ტესტ-დრაივი”.
აღსანიშნავია, რომ SkyDrive-ის გარდა მფრინავი ავტომობილის პროტოტიპის შემუშავებას, Boeing-ი, Airbus-ი, Toyota და Porsche ცდილობს. იანვარში კი, Hyundai-მ და Uber-მაც განაცხადეს, რომ ისინი ერთობლივად ახალ ელექტრო მფრინავ ტაქსიზე მუშაობს.