ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია IBM ევროპულ სტარტაპ Nordcloud-ს ყიდულობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ეს 109-წლიანი ისტორიის მქონე IBM-ის ბოლო გადაწყვეტილებაა, რაც ე.წ ქლაუდ სერვისებს უკავშირდება.
ბოლო დროს მსოფლიოში უმსხვილესი კომპიუტერული კომპანია დიდ დროს უთმობს ე.წ ჰიბრიდულ ღრუბლოვან სისტემებს, სადაც ის ხედავს $1 ტრილიონიან ბაზარს. დღითიდღე უფრო მეტი კომპანია ინტერესდება მონაცემების დამუშავების და კომპიუტერული რესურსების მართვის მიმართულებით.
IBM ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რამდენი გადაიხადა Nordcloud-ში.
ცნობისთვის, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა არვინდ კრიშნამ უკვე სულ მცირე ჰიბრიდული ე.წ ქლაუდ მიმართულების ხუთი სტარტაპი იყიდა.