სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 55.2%-ით ნაკლებია.
“კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან”, – ვკითხულობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.
![](https://forbes.ge/wp-content/uploads/2024/12/invest.jpg)
III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.4%-ია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეინვესტიცია 13.6%-ით შემცირდა და 358.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები (მლნ. აშშ დოლარი):
![](https://forbes.ge/wp-content/uploads/2024/12/topinv.jpg)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება, ეკონომიკის სექტორების მიხედვით:
![](https://forbes.ge/wp-content/uploads/2024/12/sect.jpg)