სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც III კვარტალს მოიცავს.
როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა (წლიური ზრდა 2.5%). აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.4 მილიონი შეადგინა (წლიური ზრდა 2.5%).
III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.0 მილიონს მიაღწია (წლიური ზრდა 2.9%), პარალელურად კი, 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა (წლიური ზრდა 8.3%).
ყველაზე მეტი, 496.0 ათასი ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 436.3 ათასითა და 17.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 344.6 ათასითა და 13.1%-იანი წილით.
საქსტატის მონაცემებით, გასულ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 18.1%-იან წლიურ ზრდას გულისხმობს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურ ჭრილში 15.2%-ით გაიზარდა და 2 426.6 ლარი შეადგინა.