IMF-ის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ თანამდებობა შეინარჩუნა

IMF-ის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ თანამდებობა შეინარჩუნა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ თანამდებობა შეინარჩუნა, – ეს გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ სამშაბათს მიიღო. ბულგარელი ეკონომისტის პროფესიული კარიერა საფრთხის წინაშე მას მერე აღმოჩნდა, რაც ამა წლის სექტემბერს, იურიდიულმა კომპანია WilmerHale-მა, გეორგიევას ყოფილი დამსაქმებლის, მსოფლიო ბანკის დამკვეთით შესრულებული ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც აღინიშნა, რომ გეორგიევა საკუთარ თანამშრომლებს Doing Business-ის რეიტინგში ჩინეთის პოზიციების გაუმჯობესებას აძალებდა.

„აღმასრულებელმა საბჭომ განიხილა მოწოდებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ ის არასაკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მმართველმა დირექტორმა Doing Business-ის 2018 წლის ანგარიშის მომზადებისას უმართებულოდ მოიქცა, როცა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა“, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ IMF-ს კრისტალინა გეორგიევა 2019 წლიდან უძღვება. 2017-2019 წლებში, გეორგიევა მსოფლიო ბანკს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე, 2014-2016 წლებში, ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობისას, გეორგიევა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამა წლის სექტემბერს, არაერთი სკანდალის ფონზე, მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის რეიტინგის წარმოება შეწყვიტა. ცნობისთვის, ეს რეიტინგი საქართველოსთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო, რადგან ის მუდამ მოწინავე პოზიციებს იკავებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *