Pauline Wears ვინტაჟური სამოსის პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც ორმა მეგობარმა, მარიამ ქორიძემ და ქეთევან შედანიამ 2016 წელს დააარსა. როგორც მისი თანადამფუძნებელი, მარიამ ქორიძე იხსენებს, მაშინ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი კონცეფციის მაღაზია. მეგობრებს კი უნიკალური და განსხვავებული სტილის სამოსის მიმართ ინტერესი აერთიანებდა და გადაწყვიტეს, ყოფილიყვნენ პირველები, ვინც საკუთარ ხედვას ქართველ მომხმარებელს სრულიად ახლებური გზით გაუზიარებდა.
„დაარსების დღიდან ვცდილობთ, საგულდაგულოდ შევარჩიოთ უნიკალური ნივთები. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და ავთენტურობაა, ვეძებთ ნივთებს, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურადაა მიმზიდველი, არამედ მდგრადობის პრინციპებსაც ჰპასუხობს. გარდა ამისა, ჩვენი გამოცდილება და მიდგომა, რომ მუდმივი კომუნიკაციაში ვიყოთ მომხმარებლებთან, გავიგოთ მათი პრიორიტეტები და გავითვალისწინოთ რჩევები, ძლიერ კავშირს ქმნის ბრენდსა და ადამიანებს შორის. ამ ყველაფერმა ამ დროის განმავლობაში მეგობრულ ერთობად ჩამოგვაყალიბა, რაც ძალიან გვახარებს“, – ამბობს მარიამი.
დროთა განმავლობაში Pauline Wears-ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა და ისინი ხშირად გამოხატავენ მადლიერებას გაწეული მომსახურებისთვის. როგორც თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ მათ ყურადღებასა და დეტალებზე ორიენტირებულობას, მოსწონთ ვინტაჟური მოდის გარშემო გაერთიანებული თანამოაზრეთა წრე, რომელიც ბრენდმა შეკრიბა და სივრცე, სადაც ისეთი უნიკალური ნივთების პოვნაა შესაძლებელი, რომლითაც საკუთარ ინდივიდუალობას გამოხატავ და მდგრადობის ღირებულებებსაც შეინარჩუნებ.
ბრენდის შექმნამდე მარიამმა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი მიიღო. ამბობს, რომ ეს სტატუსი გადაწყვეტილებების მარტივად მიღებისა და ოპერაციული მოქნილობის საშუალებას აძლევს.
„როგორც ინდივიდუალური მეწარმე, სრულად ვარ ჩართული საკუთარი ბიზნესის საქმიანობაში, თავად ვმართავ პროცესებს, რაც მეხმარება, სწრაფად ვუპასუხო ბაზრის ცვლილებებსა თუ მომხმარებელთა საჭიროებებს. მნიშვნელოვანია საგადასახადო საკითხიც. ინდივიდუალური მეწარმის, კონკრეტულად კი მცირე მეწარმის სტატუსს, სხვა ბიზნეს ფორმებთან შედარებით, უფრო შეღავათიანი პირობები აქვს, რაც ნიშნავს მეტი ყურადღების დათმობას უშუალოს ბიზნესის ზრდაზე და სერვისის გაუმჯობესებაზე. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ინდივიდუალური მეწარმეობა საშუალებას მაძლევს, ძლიერი ურთიერთობები დავამყარო ჩემს მომხმარებლებთან და გავაჩინო ნდობა“, – ამბობს ის.
Pauline Wears-ის დამფუძნებლები საქართველოს ბანკის ინდივიდუალური მეწარმეების გათამაშებაში უკვე ჩაერთნენ და მას დამატებითი რესურსების მოძიების კარგ საშუალებად აფასებენ.
„როგორც კი შევიტყვეთ საქართველოს ბანკის ინდ მეწარმეების გათამაშების შესახებ, მალევე ჩავერთეთ. ძალიან მისასალმებელია საქართველოს ბანკის ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს მცირე თუ საშუალო ბიზნესებს. ფულადი პრიზის მოგების შესაძლებლობა კი დამატებითი სტიმულია ინდ. მეწარმეებისთვის. ეს არის ძალიან კარგი გზა რესურსების მოსაძიებლად, რაც ბიზნესის გაფართოებასა და პოტენციალის გაუმჯობესებაში შეიძლება დაგვეხმაროს“, – ამბობს მარიამი.
მთავარი პრიზის მოგების შემთხვევაში, დამფუძნებლები მათ მთავარ სურვილს რეალობად აქცევენ:
„ჩვენ და ჩვენს მომხმარებლებს დიდი სურვილი გვაქვს, თბილისში არსებობდეს Pauline Wears-ის ფიზიკური მაღაზია. ონლაინ პლატფორმები ძალიან წარმატებულია, მაგრამ გვჯერა, რომ ფიზიკური სივრცის არსებობა განსხვავებული და ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის. ბევრი მათგანი საკუთარ ხედვასაც გვიზიარებს, თუ რა ტიპის სივრცეს წარმოიდგენენ ჩვენი მაღაზიის სახით. დიდი ხანია, გვინდა ამ იდეის განხორციელება და ვფიქრობთ, მოგების შემთხვევაში, ინვესტიციას სწორედ ამ მიმართულებით გავაკეთებთ“.
სამომავლოდ კი Pauline Wears-ის მთავარი მიზანი ზრდას უკავშირდება – სურთ, კოლექციას კიდევ უფრო უნიკალური ნივთები შემატონ და თავი ევროპულ ბაზარზეც დაიმკვიდრონ. ბრენდის მიზნებს შორის, ასევე, სხვადასხვა სოციალური აქტივობითა თუ შეთავაზებებით, მომხმარებელთან კავშირების გაღრმავება და ვინტაჟური მოდის სამყაროში გამორჩეული ადგილის შენარჩუნებაა.
S